უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთულმა ჯამში 165-მა გემმა დატოვა უკრაინის პორტები თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. უკრაინის შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან ჯამში დაახლოებით 3.7 მლნ ტონა პროდუქტია ექსპორტირებული.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მხოლოდ დღეს პორტებიდან 169 300 ტონა პროდუქტით დატვირთული 10 გემი გავა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი გაჩერდა. შედეგად მსოფლიოში სურსათზე ფასი გაიზარდა, ხოლო აფრიკის ქვეყნები სურსათის დეფიციტის საფრთხი წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია.
როგორც Reuters წერს ომამდე ქვეყნდიდან თვიურად 6 მლნ ტონამდე მარცვლეული გადიოდა ექსპორტზე. ივლისში რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შავი ზღვის სამი პორტი გაიხსნა.
კერძოდ, უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის – ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის – გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამპორტებს თვიურად 100-150 სატვირთო გემის გატარება შეუძლიათ.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…